ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე, რომელზეც საქართველოს საკითხზე საუბრობდნენ, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, გაიწვიონ ინიცირებული რუსული კანონი.
ევროკომისარი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი ძირს გამოუთხრის ქვეყნის პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
"მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს. ნათელია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შეუსაბამობაშია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. თუ ის იქნება მიღებული, ძირს გამოუთხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გააჩნია მომავალი ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსმა, რომელიც იქნა მინიჭებული გასულ წელს, კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ურთიერთობები, როგორც არასდროს. ჩვენი გზა, კარი არის ღია და მინდა, რომ საქართველოს ლიდერებმა მხედველობაში მიიღონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინი და არ გადაუხვიონ ევროპული გზიდან.
სამოქალაქო საზოგადოება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის. საქართველოს გააჩნია ძალიან ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც წვლილი შეიტანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და შეთავაზებული კანონპროექტი ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობას, გამოხატვის თავისუფლებას და სარგებელს, რომელსაც მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი, რათა შეიზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები, რომ თავისუფლად იფუნქციონიროს. [...]
საბოლოო ჯამში, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ბიძგი მისცეს ეროვნულ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შემცირდეს პოლარიზაცია", - განაცხადა მან.